ბელგიისა და კანადის მატჩის (1:0) საუკეთესო ფეხბურთელად ფიფამ კევინ დე ბრუინი დაასახელა, მაგრამ ბელგიელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ამ ჯილდოს არ იმსახურებდა.
„არა მგონია, რომ ძალიან კარგად ვითამაშე. არ ვიცი, ეს პრიზი რატომ მომცეს, ალბათ, ჩემი სახელის წყალობით“, - აღნიშნა გაოცებულმა დე ბრუინმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღების შემდეგ.
შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრებმა კანადა მიჩი ბატშუაის მიერ პირველი ტაიმის მიწურულს გატანილი გოლით დაამარცხა.