დიეგო მარადონა ჯუნიორი არგენტინის ნაკრების მარცხით შოკირებულია და აცხადებს, რომ იმ ხალხს, ვინც მამამისს მესის ადარებს, ფეხბურთი არ ესმის.
იტალიურ რადიოსთან საუბარში ლეგენდარული დიეგოს ვაჟმა თქვა: ,,არგენტინის მარცხით განადგურებული ვარ. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი მართლაც მოხდა. საუდის არაბეთთან წაგება სიგიჟეა. მესისა და მამაჩემს შორის შედარებას ვინც აკეთებს ის ფეხბურთს არც უყურებს და არც ესმის. ჩვენ ორ სხვადასხვა პლანეტაზე ვსაუბრობთ, თუმცა არ მინდა ჯოხი მთლიანად ლეოზე გადავტეხო" - განაცხადა დიეგო მარადონა ჯუნიორმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინის ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ საუდის არაბეთს ლეო მესის გოლით უგებდა, თუმცა მეორე ტაიმში აზიელებმა თამაში შემოატრიალეს და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დააფიქსირეს.