ფეხბურთი

10:19 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გლეიზერების ოჯახი ,,მანჩესტერ იუნაიტედის" გაყიდვას გეგმავს

,,მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელები, გლეიზერები აცხადებენ, რომ პრემიერ ლიგის კლუბის გაყიდვას გეგმავენ, რადგან ისინი სტრატეგიულ ალტერნატივებს ეძებენ.



ამერიკელებმა ინგლისური გრანდი 2005 წელს 790 გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. ბოლო პერიოდში გავრცელებული უსიამოვნებებისა და წარუმატებლობების შემდეგ, ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო - გულშემატკივრები გლეიზერების წასვლას მოითხოვენ.

,,საბჭო განიხილავს ყველა სტრატეგიულ ალტერნატივას, მათ შორის კლუბში ახალ ინვესტიციას, გაყიდვას ან სხვა ტრანზაქციას, რომელიც კომპანიას შეეხება. ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე ინიციატივის შეფასებას კლუბის გაძლიერების მიზნით, მათ შორის სტადიონისა და ინფრასტრუქტურის განახლებას და კლუბის კომერციული ოპერაციების გაფართოებას გლობალურ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს მამაკაცთა, ქალთა და აკადემიის კლუბების გრძელვადიან წარმატებას და სარგებელს მოუტანს გულშემატკივრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს“ - წერია გლეიზერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავრაამ და ჯოელ გლეიზერები ,,მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა 1995 წლიდან NFL-ის კლუბ ,,ტამპა ბეი ბაკანერსსაც" ფლობენ, ავრაამმა კი 2021 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კრიკეტის გუნდიც შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ,,მანჩესტერ იუნაიტედის" გარშემო შექმნილ ვითარებას გუშინ ისიც დაემატა, რომ კლუბმა კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

0.109687