ფეხბურთი

0:15 | 23.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "მანჩესტერი" მიყვარს, მაგრამ ცვლილების დრო იყო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვების შესახებ კრიშტიანუ რონალდუმ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც 37 წლის პორტუგალიელმა აღნიშნა, მას უყვარს ეს კლუბი, მაგრამ ახალი გამოწვევის დრო იყო.

„დადგა შესაფერისი დრო ახალი გამოწვევისთვის. ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს კი სეზონში წარმატებებს ვუსურვებ. „მანჩესტერთან“ შევთანხმდი გუნდის ადრე დატოვებაზე. მიყვარს ეს კლუბი, გულშემატკივრები და ბოლო კვირებში, რაც მოხდა, ამას ვერ შეცვლის“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერში“ 2003-2009 და 2021-2022 წლებში 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა. ინგლისურ კლუბში მისი პირველი პერიოდი შეიძლება ითქვას სრულყოფილი გახლდათ, მაგრამ დაბრუნება ასეთივე წარმატებული არ გამოდგა.

0.11561