არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მხოლოდ ერთი გზა დარჩათ - წამოდგნენ და თამაში გააგრძელონ.
"ვფიქრობ, პირველი ტაიმი ჩვენი იყო, მაგრამ გოლს შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. უფრო მშვიდად გავაანალიზებთ მათ გოლებს. სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ ავდგეთ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ჩვენ არ გვჭირდება ამაზე მეტი ანალიზი. დღეს სევდიანი დღეა, მაგრამ ჩვენ უნდა ავწიოთ თავი და გავაგრძელოთ.
ვიცოდით, როგორ თამაშობდა საუდის არაბეთი. თამაში მოვემზადეთ, რადგან ვიცოდით, რომ ისინი მაღალი დაცვით გამოვიდნენ. თამაშგარეები მილიმეტრიანი იყო“, - თქვა სკალონიმ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთმა არგენტინის ნაკრები 2:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია გამოაცხო.