„რომის „ლაციოს“ და სერბეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა, „იუვენტუსთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ტურინულ კლუბში ის გასამრჯელოდ წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
27 წლის მილინკოვიჩ-სავიჩმა „ლაციოსთან“ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა, რადგან კლუბის ხლმძღვანელობას სთხოვდა მისი გასაყიდი ფასი 40-50 მილიონ ევროზე მეტი არ ყოფილიყო, თუმცა პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ მასში 70 მილიონი მოითხოვა.