არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ საუდის არაბეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ პრობლემა არ აქვს.
როგორც მან აღნიშნა, ეს მისი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია და სურს, რომ საუკეთესოდ ითამაშოს.
„ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ეს ჩემი ბოლო მუნდიალი იქნება, იმედი მაქვს, რომ საუკეთესოდ დავასრულებ. მიხარია, როცა ამდენი ხალხი არგენტინას გულშემატკივრობს. შესანიშნავი პერიოდი მაქვს, როგორც პიროვნულად, ისე ფიზიკურად და არანაირი პრობლემა არ მაქვს. სიფრთხილის მიზნით ცალკე ვვარჯიშობდი, მაგრამ ამაში უცნაური არაფერია“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საუდის არაბეთის მატჩი 22 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.