რაგბი

17:40 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" წინსვლა რეიტინგში

შემოდგომის ტესტების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით ერთი საფეხურით პროგრესი განიცადა.

„ბორჯღალოსნებს“ 75.19 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე არიან, უკან კი ფიჯის ნაკრები მოიტოვეს. მოწინავე ათეულში კი რამდენიმე ცვლილებაა: უელსი და არგენტინა დაქვეითდნენ, ხოლო შოტლანდიამ წინსვლა განიცადა. სათავეში ისევ ირლანდიის ნაკრებია.

1. ირლანდია - 90.63 ქულა

2. საფრანგეთი - 90.01

3. ახალი ზელანდია - 88.98

4. სამხრეთ აფრიკა - 88.01

5. ინგლისი - 84.62

6. შოტლანდია - 81.55

7. არგენტინა - 80.72

8. ავსტრალია - 80.64

9. უელსი - 79.26

10. იაპონია - 77.39

11. სამოა - 76.03

12. იტალია - 75.95

13. საქართველო - 75.19

14. ფიჯი - 74.84

15. ტონგა - 71.21

შეგახსენებთ, რომ შემოდგომის ტესტების ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი და უელსი დაამარცხა, ხოლო სამოასთან დამარცხდა.

0.12379