ფეხბურთი

15:15 | 9.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” შესაძლოა ჰუნტელაარი შეიძინოს

გელზენკირხენის “შალკეს” თავდამსხმელმა კლაას-იან ჰუნტელაარმა კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

31 წლის ჰოლანდიელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება და გერმანელებმა ის უფასოდ რომ არ დაკარგონ, მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაასხვისონ.

ჰუნტელაარის მიმართ ინტერესს “ტოტენჰემი” და “არსენალი” იჩენდნენ. Mირრორის ინფორმაციით, ახლა მათ რიცხვს “ლივერპულიც” შეუერთდა. კლაას-იანის ტრანსფერი 3 მილიონ გირვანქადაა შეფასებული. ინგლისის ვიცე-ჩემპიონები “სუონსის” ფორვარდ ვილფრიდ ბონის შეძენას გეგმავდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა უელსურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა და “ლივერპულიც” ჰუნტელაარზე გადაერთო, რომელმაც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

0.115222