მსოფლიო ჩემპიონატზე 9 ქვეყნის კაპიტანს ჰქონდა დაგეგმილი OneLove-ს სამკლაურის გაკეთება, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილებით, გუნდებს მისი გაკეთება აეკრძალათ.
,,FIFA-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ რომ ქვეყნებს დაუწესებს სპორტულ სანქციებს იმ შემთხვევაში, თუ კაპიტნები მოედანზე მსგავსი სამკლაურებით გამოვლენ"
,,ჩვენ მზად ვიყავით, რომ გადაგვეხადა ჯარიმები, რომლებიც დაკისრებული იყო სამკლაურების ტარებაზე. თუმცაღა, ჩვენ ვერ მოვაქცევთ ფეხბურთელებს იმ რისკის ქვეშ, რომელიც შეიძლება ამ სამკლაურის ტარებამ გამოიწვიოს - იქნება ეს ყვითელი თუ წითელი ბარათი"
ჰარი კეინი, გარეთ ბეილი და სხვა ფეხბურთელები გეგმავდნენ OneLove სამკლაურის გაკეთებას თუნდაც ყვითელი ბარათის ფასად, თუმცა FIFA-მ მათ მოთხოვნას თავისი არადისკრიმინაციული კამპანია დაუპირისპირა.