ფეხბურთი

12:15 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: ,,ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა"

პორტუგალიის ნაკრების და ,,მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა:



,,მზად ვარ მსოფლიო ჩემპიონატისთვის და იმისთვის, რომ ჩემს მიზნებს მივაღწიო. მსოფლიო ჩემპიონატი რაღაც განსხვავებულია. მთელი მსოფლიო ჩერდება და ყველას სურს, რომ მის შესახებ ისაუბროს. ჩვენს ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ახლა განის წინააღმდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, რაც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზშიც აისახება."

,,ბრაზილიას, არგენტინას და საფრანგეთს ყველაზე დიდი შანსი აქვთ ტურნირის მოგების, ესპანეთის და გერმანიის სახელიც ყველგან ისმის, თუმცა ჩვენ 2016 წელს უკვე ვაჩვენეთ, რომ მსოფლიოს გაოცება და ჩვენი თავის კარგად წარმოჩენა შეგვიძლია. მე რეკორდების დასამყარებლად არ ვთამაშობ, ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა."

,,ზოგს მეტად მოვწონვარ, ზოგს კი ნაკლებად. ხალხი ამბობს, რომ კარიერის ბოლო პერიოდი მაქვს. ძალიან ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ცუდი არ იქნებოდა. მესისთან კამპანია იყო ის, რისი გაკეთებაც მას სურდა, კამპანია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ეს საამაყო მომენტი იყო."

,,37 წლის და 8 თვის ასაკშიც უნდა დავამტკიცო რაღაცეები. ხალხის აზრს პატივს ვცემ. მინდა რომ დიდებული მსოფლიო თასი მქონდეს ჩემი ოჯახის და ჩემი გულშემატკივრებისთვის. მე ყველაფერი მაქვს, თუმცა მუნდიალზე წარმატების მიღწევა შთამბეჭდავი იქნება. ყველას უნდა მისი მოგება, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რომ ჩემპიონობას მივაღწიოთ"

,,მე არ ვღელავ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები. მე მაშინ ვსაუბრობ, როცა მსურს. ყველამ იცის თუ ვინ ვარ და რისი მჯერა. შეწყვიტეთ ჩემი თანაგუნდელებისთვის ჩემს შესახებ კითხვების დასმა, მათ მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ჰკითხეთ" - განაცხადა რონალდუმ.


0.11648