ფეხბურთი

10:55 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექს სანდრო: წარმოდგენა არ გვაქვს ვინ უნდა ითამაშოს ძირითად თერთმეტეულში

ბრაზილიის ნაკრებისა და ,,იუვენტუსის" მარცხენა მცველმა, ალექს სანდრომ ESPN-თან ინტერვიუში მისი ქვეყნის პირველი მატჩის და გუნდში შექმნილი ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა.



"წარმოდგენა არ გვაქვს ვინ უნდა ითამაშოს ძირითად თერთმეტეულში. ჩვენც გვაინტერესებს ის, თუ რას გადაწყვეტს მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში, ჩვენ ყველანი მომზადებულები ვართ, ვიცით ჩვენი გეგმა და ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ.

ტურინში გატარებული პერიოდი ძალიან კარგი იყო, გუნდი ახლა უფრო თავდაჯერებულია. ძალიან ვწუხვარ იმ მოთამაშეების გამო, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ტრავმის გამო უწევთ. ძალიან მიხარია ის, რომ ბრაზილიის ნაკრებში ყველა ჯანმრთელადაა და მომდევნო მატჩისთვის თავს კარგად გრძობს" - განაცხადა ალექს სანდრომ.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში სერბეთის, შვეიცარიის და კამერუნის წინააღმდეგ ითამაშებს. "სელესაო" პირველ მატჩს 24 ნოემბერს, 23:00 საათზე სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.123378