ძიუდო

10:28 | 21.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კადეტებმა ძიუდოს ევროპის თასი 6 ოქროს მედლით დაასრულეს

უნგრეთის ქალაქ გიორში გამართული კადეტთა ევროპის თასი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. ქართველებმა 8 შესაძლებლობიდან 6 წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს, რასაც კიდევ 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი დაამატეს.



50 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში შოთა ბაჩოშვილმა მასპინძელ ადამ ფეკეს სძლია.
55 კგ.-ის ფინალში მერაბ სამადაშვილმა ასევე უნგრელი სებასტიენ კოლარი დაამარცხა.
წარმატებით დასრულდა 60 კგ. წონითი კატეგორია თორნიკე გიგაურისთვისაც, რომელმაც სლოვაკ მატეი კლობუჩნიკს სძლია.
66 კგ.-ის ფინალში კი გიორგი გივიშვილმა ოქროს მედალი ადამ მაიორის დამარცხებით მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის მეორე დღესაც წარმატებით განაგრძეს ასპარეზობა:

73 კგ. იყო ერთადერთი კატეგორია, რომელიც ქართველთა მედლების გარეშე დასრულდა. ირაკლი ქავთარაშვილი მესამე რაუნდში სლოვაკ მეტოქესთან დამარცხდა.
81 კგ.-ის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანმა იტალიელი ალესანდრო დ'ურბანო დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
90 კგ. წონით კატეგორიაში საბა გველესიანმა ფინალში რუმინელ ალექსანდრუ დინკას სძლია.
რაც შეეხება მძიმე, 90+ წონით კატეგორიას, აქ საერთოდაც ქართული ფინალი გაიმართა, რომელშიც შოთიკო გოჩიაშვილმა ლუკა ბენიაიძეს სძლია და საქართველოს ნაკრების გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

ამრიგად, ქართველმა კადეტებმა გიორში გამართული ევროპის თასი 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

0.117487