საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ ტრავმირებული კარიმ ბენზემას ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე არავის გამოიძახებს.
„კარიმს კუნთების ტკივილი აწუხებდა და მისი გამოჯანმრთელების დრო ძალიან დიდია. შევცვლით თუ არა? არა“, - ციტირებს Telefoot-ი დეშამის სიტყვებს.
ამრიგად, საფრანგეთის ნაკრების განაცხადი მსოფლიოს ჩემპიონატზე 25 ფეხბურთელებისგან იქნება დაკომპლექტებული. მანამდე დეშამმა ტრავმირებული კრისტოფერ ნკუნკუ „აინტრახტის“ ფეხბურთელ, კოლო მუანით შეცვალა.