საქართველოს ნაკრების კალათბურთელ ბექა ბურჯანაძემ იტალიურ „რეჯანაში“ დებიუტი ჰქონდა, რომელმაც სერია A-ს მეშვიდე ტურში „ბრეშას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 65:70 დამარცხდა.
ბურჯანაძემ სადებიუტო შეხვედრაში პარკეტზე 10 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 3 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2-დან 2 ორქულიანი კი ააცილა.
„რეჯანა“ 2 მოგებით და 5 წაგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე გასავარდნ ზონაშია, მომდევნო ტურში კი 27 ნოემბერს, „სკაფატის“ ესტუმრება, რომელიც ბოლო პოზიციაზეა.