ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, გლენ ჰოდლი, ჟურნალისტებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტების თაობზე ესაუბრა.
„საფრანგეთი და ბრაზილია ტურნირის მთავარი ფავორიტები მგონია. შესაძლოა, რაღაც შანსი არგენტინასაც ჰქონდეს, მაგრამ მათ უცნაური ნაკრები ჰყავთ. არ მინდა მათდამი უპატივცემულობა გამოვხატო, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ განაცხადში, როგორებიც ოტამენდი და ჯოვანი ლო ჩელსო არიან. ეს უკანასკნელი „ტოტენჰემის“ ძირითადშიც ვერ ხვდება.“ - ციტირებს ჰოდლის სიტყვებს Football People Podcast.