ფეხბურთი

18:03 | 19.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ძვირადღირებული გუნდია

CIES Football Observatory-ს კვლევის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების 26 ფეხბურთელის ღირებულება 1.3 მილიარდ ფუნტს შეადგენს.



აღნიშნულმა ორგანიზაციამ გარდა ნაკრებების საერთო ღირებულებისა, მათი მოთამაშეთა რეიტინგიც შეადგინა. ლიდერ ინგლისის ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მათი ამომავალი ვარსკვლავი, ჯუდ ბელინგემია, რომლის ღირებულებაც 177 მილიონ ფუნტს შეადგენს. რეიტინგში ინგლისის ნაკრების შემდეგ ბრაზილია, საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია მოდიან, რომელთა ღირებულებაც 1 მილიარდს აჭარბებს.

ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების ათეული ასე გამოიყურება:

1. ინგლისი - 1.3 მილიარდი (ჯუდ ბელინგემი - 177 მილიონი)
2. ბრაზილია - 1.27 მილიარდი (ვინისიუს ჟუნიორი - 176 მილიონი)
3. საფრანგეთი - 1.17 მილიარდი (კილიან მბაპე - 162 მილიონი)
4. ესპანეთი - 1.07 მილიარდი (პედრი - 138 მილიონი)
5. პორტუგალია - 1.01 მილიარდი (რუბენ დიაში - 103 მილიონი)
6. გერმანია - 892.9 მილიონი (ჯამალ მუსიალა - 132 მილიონი)
7. ნიდერლანდები - 661.7 მილიონი (ფრენკი დე იონგი - 96 მილიონი)
8. არგენტინა - 654.9 მილიონი (ლაუტარო მარტინესი - 86 მილიონი)
9. ურუგვაი - 526.6 მილიონი (ფედერიკო ვალვერდე - 107 მილიონი)
10. ბელგია - 491.9 მილიონი (ტიბო კურტუა - 58 მილიონი)

0.124322