ფეხბურთი

18:37 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანემ შესაძლოა 4 თვე ვერ ითამაშოს და პსჟ-სთან მატჩებიც გამოტოვოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელის სადიო მანეს ტრავმა შესაძლოა იმაზე მძიმე გამოდგეს, ვიდრე ელოდნენ.

სენეგალელ შემტევს არა მარტო მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს, არამედ „ბაიერნში“ შიშობენ, რომ მოედანზე 4 თვის განმავლობაში ვერ გავა. Sport1-ის ინფორმაციით, მანე 3.5 თვიდან 4 თვემდე ვერ ითამაშებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს ნამდვილად გამოტოვებს, ხოლო შეიძლება ვერც მეორე შეხვედრაში ითამაშოს. ეს მკურნალობის პროცესზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, სადიო მანემ ტრავმა 8 ნოემბერს, ბრემენის „ვერდერთან“ მატჩში მიიღო და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმაც დარჩა.

0.123828