ფეხბურთი

18:05 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებს გაია გამოაკლდა და ლუის ენრიკემ მისი შემცვლელი გამოიძახა

ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. „ფურია როხას“ ტრავმის გამო „ვალენსიას“ მარცხენა მცველი ხოსე გაია გამოაკლდა.

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ გაია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, ხოლო მის ნაცვლად „ბარსელონას“ 19 წლის მცველი, ალეხანდრო ბალდე გამოიძახეს, რომელიც ესპანეთის ნაკრებში პირველად მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

0.120753