„მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუს ინტერვიუზე უპასუხებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დღეს დილით დაიწყო შესაბამისი პროცედურები კრიშტიანუ რონალდუს ბოლო ინტერვიუზე საპასუხოდ. პროცესის დასრულებამდე არანაირი კომენტარი კლუბის მხრიდან არ გაკეთდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონის ფასადიდან პორტუგალიელი ფეხბურთელის ბილბორდიც ჩამოხსნეს და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ იანვარში 37 წლის ფეხბურთელი კლუბს შეიცვლის.