ფეხბურთი

13:35 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი: "კატარმა ეკვადორი მოისყიდა, რომ გახსნის თამაში 1:0 მოიგოს"

მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი კატარი ეკვადორს დაუპირისპირდება, მაგრამ ამ თამაშთან დაკავშირებით სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ჟურნალისტი ამჯად ტაჰა იტყობინება, კატარელებმა ეკვადორის ნაკრები მოისყიდეს, რომ თამაში წააგონ. მისი ინფორმაციით, კატარმა ეკვადორს 7.4 მილიონი დოლარი გადაუხადა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი კატარის ნაკრებმა 1:0 მოიგოს. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ გოლი მეორე ტაიმში უნდა გავიდეს...

შეგახსენებთ, რომ კატარსა და ეკვადორთან ერთად ჯგუფში ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებებიც არიან.

0.117864