ფეხბურთი

1:42 | 18.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა, მათი შემცვლელები ცნობილია

არგენტინის ნაკრებს ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა - ხოაკინ კორეა და ნიკო გონსალესი.

„ინტერის“ თავდამსხმელი და „ფიორენტინას“ ნახევარმცველი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადიდან უკვე ამოიღეს. გონსალესის ნაცვლად ლიონელ სკალონიმ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანხელ კორეა გამოიძახა, ხოლო ხოაკინ კორეას ნაცვლად განაცხადში 21 წლის ნახევარმცველი ტიაგო ალმადა მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთს, პოლონეთსა და მექსიკას შეხვდება.

0.129273