ფეხბურთი

22:40 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ „მეცთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. როგორც „მეცის“ ვებგვერდი წერს, გიორგიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მიქაუტაძე „მეცში“ 2017 წლიდან თამაშობს, მთავარ გუნდში კი დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, როცა ლიგა 1-ში ითამაშა. გასული ორი სეზონი ის ბელგიურ „სერენში“ გაანათხოვრეს, სადაც 57 მატჩში თავი 36 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა „მეცის“ მაისურით 15 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძეს 13-ჯერ აქვს ნათამაშები და გოლი ორჯერ გაიტანა.

0.130632