„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კარიერა,შესაძლოა, ავსტრალიაში გააგრძელოს.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კრიშტიანუს ავსტრალიაში ხილვით. ცხადია, რისკიც არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენმა წინადადებამ ის უნდა დააინტერესოს.“ - უთხრა ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის გენერალურმა დირექტორმა, დენი თაუნსენდმა Yahoo Sports-ს.
პორტალი გვახსენებს, რომ პორტუგალიის ნაკრებში რონალდუს პარტნიორი, ნანი, ავსტრალიურ „მელბურნ ვიქტორიში“ თამაშობს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კი კრიშტიანუს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს.