„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ანდრეს ინიესტამ, ჟურნალისტებს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების ვინაობა დაუსახელა.
„ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები? ძნელი სათქმელია, რა მოხდება ტურნირზე სადაც ბევრი კარგი გუნდი თამაშობს. თუმცა, ჩემი აზრით, „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ -ჟერმენი“ გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს არიან.
ვხედავთ სხვა გუნდებსაც, რომლებიც შესანიშნავ ფორაში არიან, მაგალითად, „ნაპოლი“ ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი იყო. „ლივერპულსა“ და „რეალსაც“ ყველაფერი რიგზე აქვთ. მაგრამ რა იქნება თებერვალში არავინ იცის.“ - ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.