ფეხბურთი

18:07 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე პაფუნდი - 100 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი

იტალიის ნაკრებმა ალბანეთი ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში 16 წლის სიმონე პაფუნდის დებიუტი შედგა, რომელიც „სკუადრა აძურას“ ისტორიაში შევიდა.

პაფუნდი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ნაკრებში მანამდე ითამაშა, სანამ 17 წლის გახდებოდა - 16 წლის, 8 თვისა და 2 დღის ასაკში.

პაფუნდი რობერტო მანჩინიმ ალბანელთა წინააღმდეგ თამაშში მეორე ტაიმში ჩართო. ის „უდინეზეს“ აკადემიის წევრია, უდინელთა მთავარ გუნდში კი ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული (მიმდინარე წლის მაისში, „სალერნიტანასთან“).

0.112077