ფეხბურთი

10:09 | 17.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა მუნდიალის სავარაუდო ფინალისტების ვინაობა დაასახელა

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა, ჟურნალისტებს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაუსახელა.

„მსოფლიო ჩემპიონატები სიურპრიზებითაა სავსე. უცებ გამოჩნდებიან ხოლმე გუნდები, რომლებიც დიდ წარმატებებს აღწევენ. მაგრამ ფავორიტებად არგენტინა, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი მიმაჩნია. ვფიქრობ, ამ ოთხეულს ბრაზილიასთან ერთად შეუძლია ტურნირის ფინალში გასვლა.

და ინგლისის შესახებ. ცხადია, მათაც აქვთ შანსი. ძალიან მომწონს ჰარი კეინი და ჯეიდონ სანჩო. ისინი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან და ძალიან მიყვარს. იმიტომ, რომ ინდივიდუალური თამაში გამოარჩევთ.“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებსბ The Telegraph.

შეგახსნებთ, რომ საჩო ინგლისელთა სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა.

0.127815