ფეხბურთი

21:53 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია, ჰოლანდი, სალაჰი: Gazzetta Dello Sport-ის სიმბოლური ნაკრები

ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა Gazzetta Dello Sport-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ და მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლური მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენელი მოთამაშეებისგან შემდგარი, რომელთა ნაკრებები მუნდიალზე ვერ გავიდნენ და სიაში არ შედიან ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმების ან მწვრთნელთა ტექნიკური გადაწყვეტილებებით ვერ მოხვდნენ.

ისიც საგულისხმოა, რომ იტალიურმა გამოცემა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და იტალიის ნაკრების ლიდერ ფედერიკო კიეზას ამჯობინა, რომელსაც ადგილი სათადარიგოებში მოუძებნეს.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

მცველები: ხუან კუადრადო (კოლუმბია), მილან შკრინიარი (სლოვაკეთი), დავიდ ალაბა (ავსტრია), ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია)

ნახევარმცველები: მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), მარკო ვერატი (იტალია), ნიკოლო ბარელა (იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია)

სათადარიგო სკამი: იან ობლაკი (სლოვენია), ლუის დიასი (კოლუმბია), ალექსანდერ ისაკი (შვედეთი), ფრანკ კესი (კოტ დივუარი), რუსლან მალინოვსკი (უკრაინა), მარტინ ოდეგორი (ნორვეგია), რიად მაჰრეზი (ალჟირი), მიხაილო მუდრიკი (უკრაინა), პატრიკ შიკი (ჩეხეთი), დეიან კულუშევსკი (შვედეთი), დომინიკ შობოშლაი (უნგრეთი), ფედერიკო კიეზა (იტალია)

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

0.120219