ფეხბურთი

17:38 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი კეჰილმა კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი კეჰილმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა.

კეჰილი ბოლოს „ბორნმუთში“ თამაშობდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა. მან კარიერა ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ დაიწყო, შემდეგ „ბარნლიში“, „შეფილდ იუნაიტედში“, „ბოლტონსა“ და „კრისტალ პალასში“ ითამაშა, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი 2012-2019 წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა.

გარი კეჰილი 2010-2018 წლებში ინგლისის ნაკრების წევრიც იყო, რომლის მაისურით ჩატარებულ 61 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.105654