ფეხბურთი

14:29 | 16.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მემფის დეპაი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება

,,ბარსელონას" და ნიდერლანდების ნაკრების შემტევი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება, თუმცა შესაძლოა პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშოს.



დეპაიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა და როგორც თავად განაცხადა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის მზადაა 90 წუთის სათამაშოდ, თუმცა გადაწყვეტილება ნიდერლანდების ნაკრების თავკაცმა, ლუი ვან გაალმა უნდა მიიღოს.

ვან გაალი პირველ რიგში მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობას აქცევს ყურადღებას და როგორც წინა კვირას განაცხადა, შესაძლოა მან სენეგალის წინააღმდეგ მატჩში ,,ბარსელონას" ფორვარდი სათადარიგოთა სკამიდან ჩართოს.

მემფისმა ბარძაყის დაზიანება სექტემბერში, ერთა ლიგის მატჩზე პოლონეთის წინააღმდეგ მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე A ჯგუფში, სენეგალის, ყატარისა და ეკვადორის წინააღმდეგ ითამაშებს. პირველ მატჩს ვან გაალის შეგირდები 21 ნოემბერს, სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.11342