მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მისთვის „ოქროს ბურთის“ მოგება არ მიულოცია.
„არა, კრიშტიანუს ჩემთვის ჯერ არ მოულოცია. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 100%-ით მზად ვიქნები, მიუხედავად ბოლო დროინდელი ტრავმებისა. კარგად ვარ და ფორმაში ვიმყოფები“, - თქვა ბენზემამ.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ „ოქროს ბურთი“ კარიერაში პირველად მოიგო.