ვეტრანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე 14 ნოემბერს, რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ საქველმოქმედო მატჩში ითამაშებს, რომელშიც არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი მიიღებს მინაწილეობას.
Partita per la pace - თამაში მშვიდობისთვის დიეგო არმადონა მარადონას ხსოვნას მიეძღვნება და მასში შოთა არველაძესთან ერთად, რონალდინიო, ფაბიო კანავარო, ფრანჩესკო ტოტი, ჯანლუიჯი ბუფონი, კლაუდიო კანიჯა, მიროსლავ კლოზე და სხვა ვარსკვლავები ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ბოლოს „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი იყო, მას შემდეგ კი უმუშევარია.