ფეხბურთი

22:18 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

აკე - მსოფლიო ჩემპიონატის ნიდერლანდების ჯგუფზე: „არცერთი გუნდია ევროპიდან, ამიტომ რთული ქნება“

„მანჩესტერ სიტისა“ და ნიდერლნდების ნაკრების მცველი, ნათან აკე, ჟურნალისტებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სენეგალთან პირველი ტურის მატჩის შესახებ ესაუბრა.

„სამი ურთულესი მატჩი გველის. პირველი შეხვედრა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იგებ, ტურნირს გაცილებით ოპტიმისტურად უცქერ. სენეგალს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მართალია სადიო მანე დაშავდა, მაგრამ მათ ჰყავთ კალიდუ კულიბალი და ისმაილა სარი.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, გუნდს კარგად არ ვიცნობთ. უფრო სტილს ვგულისხმობ. ჯგუფის ყველა გუნდი არაევროპულია და მათზე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ, ძალიან რთული იქნება.

თუმცა მწვრთნელთა შტაბი ყველა მატჩისთვის მოგვიმზადებს ტაქტიკურ სქემებს, რათა ვიცოდეთ, როგორ ვითამაშოთ.

ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა? ამას უკვე მიჩვეულები ვართ. კლუბებშიც ასეთი სიტუაციაა. ერთ კვირაზე ცოტა მეტი დაგვრჩა მოსამზადებლად. ვნახავთ მეტოქეების თამაშების ვიდეოებს და გვეცოდინება როგორ ვეთამაშოთ.“ - ციტირებს აკეს სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

A ჯგუფში ნიდერლანდების მეტოქეები სენეგალის, ყატარისა და ეკვადორის ეროვნული გუნდები არიან. პირველ მატჩში 21 ნოემბერს, ნიდერლანდები სენეგალს დაუპირისპირდება.

0.116651