ფეხბურთი

21:23 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბათუმმა“ შინ „სამგურალთან“ წააგო და „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩა

დღეს, 12 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა. გორის „დილამ“ უმოტივაციო „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, ალეფ სანტოსის გოლით 1:0 დაამარცხა და კვლავ მეოთე ადგილზე რჩება, რადგან...

რადგან „სამგურალმა“ პატარა სენსაცია მოახდინა, „ბათუმს“ სტუმრად 1:2 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს საჩემპიონო ბრძოლაში.

მეორე ტაიმის დასაწყისისთვის სტუმრები 0:2 იგებდნენ, თავი ომარ პატარკაციშვილმა და გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინეს. ორივე საგოლე გადაცემა ბრაზილიელი ჯეფერსონ ჯერალდოს ანგარიშზეა. ზღვისპირელთაგან კი ერთი საპასუხო გიორგი ზარიამ შეაგდო.

ამრიგად, გია გეგუჩაძის შეგირდებმა ვერ ისარგებლეს უშუალო კონკურენტის - „დინამოს“
წაფორხილებით, (რომელიც წინა დღეს შინ „თელავს“ დაუზავდა -1:1) და უკვე 3 ქულით ჩამორჩნენ.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.

0.120947