ავტოსპორტი

16:52 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაგნუსენის სიურპრიზი - პოული ბრაზილიაში

დღეს სან პაულუში სენსაცია დაფიქსირდა - „ჰაასის“ კევინ მაგნუსენმა საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. ეს ამერიკული საჯინიბოს მეასე რბოლა და პირველი პოულ პოზიციაა. ამ მიღწევით, ის შაბათის სპრინტს მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს.

მაგნუსენის გამარჯვებას, გარემოებებმა შეუწყო ხელი. კვალიფიკაციის მესამე ნაწილში, ორი წუთის შემდგ მას საუკეთესო დრო ჰქონდა. ამ მომენტში, ჯორჯ რასელს შეცდომა მოუვიდა და მანქანა დაამტვრია, რის გამოც, რბოლა წითელი შუქით შეწყდა. და სანამ დაზიანებული „მერსედესის“ ევაკუაცია მოესწრებოდა, გაწვიმდა...

„ალბათ მაშაყირებთ“ - რადიოთი თანაგუნდელებს მიმართა მაგნუსენმა, როცა უთხრეს, რომ წითელი ალმების მომენტში, უსწრაფესი იყო. „ასეთი შეგრძნება ცხოვრებაში არასდროს მქონია. ბიჭებო, ჯერ ნუ იზეიმებთ“, - მიმართა თანაგუნდელებს მაგნუსენმა. თუმცა დიდხანს ლოდინმაც არ მოუწია.

მართალია, ეს პოული სპრინტისთვისაა, მაგრამ დანიელი მრბოლის სტატისტიკაში მაინც შევა, რადგან ის სრულფასოვან საკვალიფიკაციო რბოლაში მოიპოვა.

მეორე უსწრაფესი მაქს ფერსტაპენი იყო, ვისაც წინა ორივე სპრინტი მოგებული აქვს, თუმცა ახლახანს აღიარა, რომ ასეთი რბოლები არ მოსწონს. მესამე უსწრაფესი კი რასელი იყო.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1'11.674
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.203
  3. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.385
  4. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.589
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.683
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.751
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.830
  8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.937
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 3.927
  10. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) -
  11. ალექსანდრ ელბონი (ტაილანდ, უილიამსი) 1'11.631
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.001
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 0.004
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.466
  15. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 0.536
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.421
  17. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 3.523
  18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.812
  19. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 4.590
  20. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 4.687
0.115612