ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და თქვა, რომ მისი გუნდის ჩემპიონობის სჯერა. ესპანელი ფიქრობს, რომ მთავარი თავდაჯერებაა.
„როგორ შემიძლია საკუთარ თავში ეჭვი შევიტანო? მე მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ვარ. ჩემი ფეხბურთელები ჩვენს სიძლიერეში რომ დავარწმუნო, ჯერ საკუთარი თავის უნდა მჯეროდეს. ჩემზე უკეთესი მწვრთნელი არ არსებობს. ვიცი, რომ რეალურად ეს ასე არ არის, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ფინალში გასვლა და ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ვინმე ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტთა შორის არ განიხილავდეს“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კოსტა რიკის, იაპონიისა და გერმანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.