სხვა

1:20 | 12.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი ჯოშუას როი ჯონს უმცროსი გაწვრთნის

ენტონი ჯოშუას ერთი ბრძოლისთვის კრივის ლეგენდა, როი ჯონს უმცროსი გაწვრთნის. ჯოშუამ აგვისტოში უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან მეორე ბრძოლა წააგო და მძიმე წონაში თავისი ტიტულები დაუთმო.

32 წლის ჯოშუა მომდევნო ბრძოლას 2023 წლის დასაწყისში გეგმავს. როგორც მისი პრომოუტერი ედი ჰერნი ამბობს, მომავალი მეტოქე ბრიტანელ დილიან უაითის და ამერიკელი ჯერმეინ ფრანკლინს შორის გამარჯვებული იქნება. სწორედ ამ ბრძოლისთვის მოამზადებს მას როი ჯონსი (ფოტოზე).

ჯონსი 53 წლისაა და ახლახანს თავადაც ავიდა რინგზე, რათა მაიკ ტაისონს შეხვედროდა. მან დაადასტურა, რომ საცდელი თანამშრომლობა ექნება ჯოშუასთან, ვინც უსიკთან მეორე შეხვედრისთვის, ამერიკელმა რობერტ გარსიამ გაწვრთნა. უფრო ადრე კი, მთელი მისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ბრიტანელს თანამემამულე რობ მაკკრაკენი წვრთნიდა.

0.114426