ფეხბურთი

22:45 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის დროს თურქეთში შეკრებას გაივლის

„ნაპოლი“ მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის დროს თურქეთში შეკრებას გაივლის და სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად მოემზადება.

იტალიური მედიის ცნობით, ლუჩანო სპალეტის გუნდი ნოემბრის ბოლოს ანტალიაში გაემგზავრება, სადაც დეკემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება და თურქეთში სამ ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს. თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ კი ნეაპოლელები იტალიაში კიდევ ორი სპარინგის გამართვას აპირებენ.

თუმცა, სანამ „ნაპოლი“ შეკრებას დაიწყებს, მანამდე ფეხბურთელებს 10-დღიანი შვებულება ექნებათ. საინტერესოა, რომ „ნაპოლის“ მომზადება თითქმის სრული შემადგენლობით შეეძლება, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ კიმ მინ-ჯე, პიოტრ ჟელინსკი, მატიას ოლივერა, ირვინგ ლოზანო და ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა ითამაშებენ. დანარჩენები კი პაუზის განმავლობაში სპალეტის განკარგულებაში იქნებიან.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ბოლო შეხვედრას „უდინეზესთან“ 12 ნოემბერს ჩაატარებს, ხოლო სერია A-ს სეზონი 2023 წელს, 4 იანვარს განახლდება, ნეაპოლელთა მეტოქე კი „ინტერი“ იქნება.

თეგებინაპოლი
0.113605