სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობა დაასახელა. სერბები მუნდიალზე შემდეგი 26-კაციანი განაცხადით იასპარეზებენ:
მეკარეები: პრედრაგ რაიკოვიჩი (მალიორკა, ესპანეთო), ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო, იტალია), მარკო დმიტროვიჩი (სევილია, ესპანეთი)
მცველები: ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა, იტალია), სტრაჰინია პავლოვიჩი (ზალცბურგი, ავსტრია), მილოშ ველიკოვიჩი (ვერდერი, გერმანია), სტეფან მიტროვიჩი (ხეტაფე, ესპანეთი), ფილიპ მლადენოვიჩი (ლეგია, პოლონეთი), სრდან ბაბიჩი (ალმერია, ესპანეთი), სტრაჰინია ერაკოვიჩი (ცრვენა ზვეზდა)
ნახევარმცველები: საშა ლუკიჩი (ტორინო, იტალია), უროშ რაჩიჩი (ბრაგა, პორტუგალია), ნემანია მაკსიმოვიჩი (ხეტაფე, ესპანეთი), ნემანია გუდელი (სევილია, ესპანეთი), ფილიპ კოსტიჩი (იუვენტუსი, იტალია), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო, იტალია), ანდრია ჟივკოვიჩი (პაოკ, საბერძნეთი), მარკო გრუიჩი (პორტუ, პორტუგალია), ივან ილიჩი (ვერონა, იტალია), დარკო ლაზოვიჩი (ვერონა, იტალია)
თავდამსხმელები: ალეკსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი, ინგლისი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი, იტალია), ლუკა იოვიჩი (ფიორენტინა, იტალია), დუშან ტადიჩი (აიაქსი, ნიდერლანდები), ფილიპ ჯურიჩიჩი (სამპდორია, იტალია), ნემანია რადონიჩი (ტორინო, იტალია)
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, კამერუნისა და შვეიცარიის ნაკრებები იქნებიან.