ფეხბურთი

15:50 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ალონსომ 26-კაციანი განაცხადი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში არიან ედინსონ კავანი და რონალდ არაუხო, რომლებსაც ამჟამად ტრავმები აქვთ, მაგრამ სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გამოჯანმრთელდებიან. ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი, თურქეთი), სერხიო როჩეტი (ნასიონალი), სებასტიან სოსა (ინდეპენდიენტე, არგენტინა)

მცველები: დიეგო გოდინი (ველეს სარსფილდი, არგენტინა), მარტინ კასერესი (გალაქსი, აშშ), ხოსე ხიმენესი (ატლეტიკო, ესპანეთი), სებასტიან კოატესი (სპორტინგი, პორტუგალია), მატიას ვინა (რომა, იტალია), რონალდ არაუხო (ბარსელონა, ესპანეთი), გილერმო ვარელა (ფლამენგო, ბრაზილია), მატიას ოლივერა (ნაპოლი, იტალია), ხოსე ლუის როდრიგესი (დანუბიო)

ნახევარმცველები: მატიას ვესინო (ლაციო, იტალია), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი, ინგლისი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ესპანეთი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო, ბრაზილია), ლუკას ტორეირა (გალათასარაი, თურქეთი), ნიკოლას დე ლა კრუზი (რივერ პლეიტი, არგენტინა), მანუელ უგარტე (სპორტინგი, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ნასიონალი), ედინსონ კავანი (ვალენსია, ესპანეთი), მაქსი გომესი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), დარვინ ნუნიესი (ლივერპული, ინგლისი), ფაკუნდო ტორესი (ორლანდო სიტი, აშშ), ფაკუნდო პელისტრი (მანჩესტერი, ინგლისი), აგუსტინ კანობიო (ატლეტიკო პარანაენსე, ბრაზილია)

შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ კორეის, პორტუგალიისა და განის ნაკრებებს შეხვდება.

0.120077