ფეხბურთი

11:56 | 11.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

AS მამარდაშვილზე: "აგრძელებს იმის დამტკიცებას, რომ ლა ლიგის ტოპ სამეულშია"

ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსიამ“ სევილიის „ბეტისს“ 3:0 აჯობა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი მამარდაშვილისთვის ეს სეზონში მესამე მშრალი თამაში იყო და მისი თამაში ესპანურმა მედიამ დადებითად შეაფასა.

„მეკარეს ცოტა სამუშაო ჰქონდა. მან ერთხელ ბრწყინვალედ ითამაშა და გუნდი 0:1-სგან გადაარჩია. ქართველი აგრძელებს იმის დამტკიცებას, რომ ლა ლიგის ტოპ სამეულშია“, - წერს As-ი.

„ხუან კრუზის დარტყმა ბრწყინვალედ მოიგერია. როცა საჭიროა, ის ყოველთვის მზადაა“, - წერს Eldesmarque.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში 14 ტურის შემდეგ 19 ქულით მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 31 დეკემბერს, „ვილიარეალს“ ესტუმრება.

0.113883