14 ნოემბერს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაში”, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.
საქართველო–იტალიის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge–ზე 11 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება.
მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 50 ლარამდე.
მე-2 იარუსი – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.
1-ლი იარუსი – 35, 40 და 50 ლარიანი ბილეთები.
*ბილეთები ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენას“ კარი 18:00 საათიდან გაიხსნება.
მაყურებელთა ინფორმაციისთვის:
- პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.
- მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები თბილისი არენაზე შესვლას შეძლებენ გ. ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.
თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:
➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები
უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #WinForGeorgia
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge
GBF.GE