ფეხბურთი

20:06 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ვერ მოიგო და "დინამო ბათუმს" შანსი მიეცა

„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში აუტსაიდერ „თელავთან“ ქულები დაკარგა და სატურნირო მდგომარეობა ძალიან დაიძაბა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ულად-ომარ იმრანის გოლით მეოცე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ მერე უპირატესობა ვეღარ გაზარდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ბექა ქავთარაძემ პენალტით წონასწორობა აღადგინა და ანგარიში გაათანაბრა. მართალია, ორ წუთში მასპინძლები ნიკა მალის გოლით ისევ წინ გავიდნენ, მაგრამ VAR-ის საქმეში ჩარევის შედეგად, გოლი გაუქმდა, რადგან მომენტის დასაწყისში ანზორ მექვაბიშვილის მხრიდან წესების დარღვევა დაფიქსირდა.

„დინამოს“ დიდი დრო ჰქონდა გამარჯვების გოლის გასატანად, მაგრამ თელაველებმა თავი ძალიან კარგად დაიცეს და ქულა მოიპოვეს - 1:1.

„დინამო თბილისი“ ეროვნულ ლიგას 76 ქულით ლიდერობს და 3 ქულით უსწრებს „დინამო ბათუმს“, მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი ამ ტურში „სამგურალს“ თუ დაამარცხეს, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის ხარჯზე გალიდერდება. „თელავი“ 35 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დილას“ შეხვდება.

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 იმრანი (20), 1:1 ქავთარაძე (50, პენ)

0.12539