მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მაროკოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ გუნდში 26 ფეხბურთელი გამოიძახა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაროკო 17 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრებთან გამართავს და შესაბამისად, ვილი სანიოლის გუნდს შემდეგი შემადგენლობით დაუპირისპირდება.
მეკარეები: იასინ ბონო (სევილია, ესპანეთი), მუნირ მოჰამედი (ალ ვეჰდა), აჰმედ რედა ტაგნაუტი (ვიდადი).
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, საფრანგეთი), ნუსაირ მაზრაუი (ბაიერნი, გერმანია), ჯავად ელ-იამიქი (ვალიადოლიდი, ესპანეთი), რომან საისი (ბეშიქთაში, თურქეთი), აშრაფ დარი (ბრესტი, საფრანგეთი), იაია ატიატ-ალალი (ვიდადი), ბადრ ბენუნი (კატარი, კატარი), ნაიეგ აგუერი (ვესტ ჰემი, ინგლისი).
ნახევარმცველები: სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა, იტალია), აზედინ უნაჰი (ანჟე, საფრანგეთი), აბდელჰამიდ საბირი (სამპდორია, იტალია), სელიმ ამალა (სტანდარდი, ბელგია), იაია ჟაბრანი (ვიდადი), ბილალ ელ-ხანუსი (გენკი, ბელგია).
თავდამსხმელები: ჰაკიმ ზიეში (ჩელსი, ინგლისი), ზაკარია აბუხლალი (ტულუზა, საფრანგეთი), სოფიან ბუფალი (ანჟე, საფრანგეთი), იუსუფ ენ-ნესირი (სევილია, ესპანეთი), ეზ აბდე (ოსასუნა, ესპანეთი), ამინ ჰარიტი (მარსელი, საფრანგეთი), ილიას შაირი (ქპრ, ინგლისი ), აბდერაზაკ ჰამდალა (ალ-იტიჰადი), ვალიდ შედირა (ბარი, იტალია).
შეგახსენებთ, მაროკოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას, ბელგიასა და კანადას გაეჯიბრება.