საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სეზონის მეორე ოფიციალურ მატჩამდე სულ ცოტაღა აშორებს. შოტლანდიაში ჩამოსვლიდან სამივე დღეს გუნდმა “სენტ მირენის” სტადიონზე ივარჯიშა.
ბოლო ვარჯიშებისგან განსხვავებით, საწვრთნელ პროცესში ჩაერთო “გენკის” ქართველი ლეგიონერი – თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ტრავმის გამო ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩთან ერთად, ნაკრების პირველი ვარჯიშებიც გამოტოვა.
მედიკოსთა გადაწყვეტილებით არ უვარჯიშია ჯანო ანანიძეს, თუმცა მას დღევანდელ ვარჯიშზე ელოდებიან. პირველი ოფიციალური თამაშისთვის მზადებას დღეს დაიწყებს გიორგი ჭანტურიაც. “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაიამ იძულებითი ცვლილებების შემდეგ, შოტლანდიურ შეკრებაზე გამოიძახა. ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 23 ფეხბურთელი ვარჯიშობს.
მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო თბილისი“).
მცველები: უჩა ლობჟანიძე („ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („გოვერლა“, უკრაინა) სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი („ბოლუსპორი“, თურქეთი), დავით კვირკველია („სამტრედია“).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი“, ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი), ავთო ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია“), ლევან ხმალაძე („ოთელოსი“, კვიპროსი), მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა „დინამო“, თბილისი), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი",რუმინეთი).
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ფლამურტარი“, ალბანეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („ოდენსე“, დანია).
შეგახსენებთ, რომ მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის, 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 17 საათზე დაიწყება.
სფფ-ის პრესსამსახური
გლაზგო, შოტლანდია