13:46 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალელი ქომაგები მანეს არყოფნის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადადებას ითხოვენ

სენეგალის ნაკრების გულშემატკივრებმა პეტიცია შეადგინეს, რომლითაც 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის გადადებას ითხოვენ, მათი ლიდერის, სადიო მანეს ტრავმის გამო.

„აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელმა, სადიო მანემ, ტრავმა მიიღო და ტურნირზე ვერ ითამაშებს. ამიტიმ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გადავდოთ.“ - წერია განცხადებაში, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელმოწერა. პეტიცია Change.org-ზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-14 ტურის „ვერდერთან“ მატჩში (6:1), მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი მანე მძიმედ დაშავდა და მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს.

0.061084