გერმანიის ნაკრების და დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელი, მარკო როისი, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს - გვამცნობს Sky Sports. თუმცა დორტმუნდელთა მწვრთნელი, ედინ ტერზიჩი ამბობდა, რომ ფეხბურთელი ვარჯიშს მომავალი კვირიდან განაახლებდა.
წყაროს ინფორმაციით, ტრავმის გამო როისი გერმანიის ნაკრებს მუნდიალზე ვერ დაეხმარება. მან ტრავმა ბუნდესლიგის მატჩში მიიღო „შალკეს“ წინაღმდეგ. ერთ-ერთი შეტევისას მარკო უხერხულად დაეცა, როს შემდეგაც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.