ევროლიგის მეშვიდე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიურ დერბიში „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა და 64:59 დაამარცხა.
ბოლონიელებმა თამაში ცუდად დაიწყეს და პირველი პერიოდი 11 ქულით წააგეს, მაგრამ მეორე პერიოდი სერჯო სკარიოლოს გუნდმა დიდებულად ჩაატარა, 15 ქულით მოიგო და ეს მუხტი მესამე პერიოდშიც შეინარჩუნა, რომელშიც უკვე 14:6 იმარჯვა. ბოლო მეოთხედის 7 ქულით წაგების მიუხედავად, „ვირტუსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 21:30 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 12 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 საჯარიმო ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 ტურის შემდეგ 3 მოგებით და 4 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს. მანამდე, თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში ისლანდიისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.