ფეხბურთი

0:59 | 10.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "დღეს ერთმა ფეხბურთელმა გუნდს უღალატა, არაპროფესიონალურად ითამაშა"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „სასუოლოსთან“ შეხვედრის (1:1) შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელი გააკრიტიკა. როგორც პორტუგალიელმა თქვა, მან არაპროფესიონალური დამოკიდებულებით ითამაშა, მაგრამ მისი ვინაობა მედიას არ გაუმხილა.

„კარგად ვითამაშეთ, სერიოზული დამოკიდებულება გვქონდა, გუნდს რთულ მეტოქესთან გამარჯვება სურდა, მაგრამ ვწუხვარ, რომ გუნდის ძალისხმევას ერთმა მოთამაშემ არაპროფესიონალური დამოკიდებულებით უღალატა. „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ ასე იბანიესზე არ მილარაკია, რადგან მან სწორი დამოკიდებულებით ითამაშა, შეცდომები კი ფეხბურთის ნაწილია. ჩემი გუნდის ზოგადი დამოკიდებულებით კი კმაყოფილი ვარ. ვინ არის ის ერთი ფეხბურთელი? არ ვიტყვი, მოედანზე 16 მოთამაშე იყო და 15-ის დამოკიდებულება მომეწონა, ერთის არა და გასახდელში მასთან პირდაპირ ვილაპარაკე და ვუთხარი, რომ იანვარში ახალი გუნდი იპოვოს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ „სასუოლოსთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა და სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს.

0.126069