ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რუანის ჩელენჯერზე წარმატებული სტარტი აიღო და პირველი წრე დაძლია.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16 ფინალში მასპინძელი ანტუან ჰონგი სამ სეტში, 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ნიკოლოზმა 5 ეისი მიითვალა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მის მეტოქეს 7 ეისი ჰქონდა და ერთხელ ორმაგი შეცდომა დაუშვა.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერის მერვედფინალში 10 ნოემბერს, კიდევ ერთ ფრანგ მეტოქეს, მატიას ბურჟეს დაუპირისპირდება.